ბადრიჯნის და პამიდვრის სალათი
ჩემი საყვარელი საზაფხულო, ვეგეტარული კერძი-ბადრიჯნის და პამიდვრის სალათი, მარტივი და გემრიელი თბილიც და ცივიც. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულთათვის.
მასალა:
- 4 მოზრდილი ბადრიჯანი
- 3 პამიდორი
- 2 თავი ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
- პატარა კონა ქინძი
მომზადება:
ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოშუშეთ ზეთში, ზევიდან მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი პამიდორი და საშუალო ცეცხლზე გააგრძელეთ ჩაშუშვა.
პამიდორი რომ ჩარბილდება, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით, ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ ტაფაში.
შეწვით ბადრიჯანი ისე, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტშია აღწერილი.
შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები ჩააწყვეთ ტაფაში პამიდორთან ერთად და ორი ჩანგლით დაანაწილეთ. კარგად მოურიეთ, შეაცხელეთ, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, გემო გაუსინჯეთ, თუ რაიმე აკლია, დამატებით შეკმაზეთ.
გემრიელია თბილიც და ცივიც.
მიირთვით გემრიელად!