აჯაფსანდალი

On 14/05/2013 by letusc

აჯაფსანდალი გახლავთ საზაფხულო, ძალიან გემრიელი, დაბალკალორიული და ჯანსაღი ვეგეტარული კერძი ქართული სამზარეულოდან. არებობს მისი მომზადების მრავალი ვარიანტი. შემოგთავაზებთ ერთ-ერთს. მასალის პროპორციები შეგიძლიათ თქვენი სურვილით ცვალოთ. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის.

Ajapsandali – Aubergineneintopf

მასალა:

  • 1 კგ ნორჩი ბადრიჯანი
  • 4-5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 4 პამიდორი ან ზამთრისათვის შენახული დაჭრილი პამიდორი.
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და ნედლი წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ზეთი ხახვის მოსაშუშად
  • ქინძი, ოხრახუში და რეჰანი – პატარა კონები

მომზადება:

ბადრიჯანს ყუნწები მოაჭერით, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად. მოაყარეთ მარილი თანაბრად და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ დანარჩენი ბოსტნეული. გაფცქვნილი და გარეცხილი კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და პამიდორი დაჭერით კუბებად. ხახვი და მწვანილიც დაჭერით. ხახვი ჩაყარეთ ქვაბში და ნელ ცეცხლზე შუშეთ. ბადრიჯანი გაწურეთ ხელებით და ხახვი ოდნავ გამჭვირვალე რომ გახდება, ჩაუშვით ხახვთან. დაამატეთ კარტოფილი და პამიდორი თავის წვნიანად, რგოლებად დაჭრილი წითელი წიწაკა გემოვნებით და ნიორი. დატოვეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული. ცოტა ხანში ბულგარული წიწაკაც ჩაამატეთ. მოამზადეთ ადუღებული წყალი, თუ შეატყობთ, რომ წყალი დაიშრო, ცოტ-ცოტა დაამატეთ. წყლის დამატებით შეგიძლიათ აჯაფსანდლის სისქე თავად არეგულიროთ. პერიოდულად ამოურიეთ. კარტოფილი და ბადრიჯანი რომ მოიხარშება, კერძი მზადაა. შეკმაზეთ მარილით და მწვანილით.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *