ბადრიჯნისა და სტაფილოს სალათი

On 26/10/2014 by letusc

მსუბუქი და ვიტამინებით მდიდარი ვეგეტარული კერძი – ბადრიჯნისა და სტაფილოს სალათი.
კერძი ადვილი მოსამზადებელია დამწყები დიასახლისებისათვისაც. ძალიან გემრიელია, გამოსადეგია ულაქტოზო და აგლუტენური დიეტებისას, ასევე დაბალნახშირწყლოვანი და ვეგანური კვებისათვის.

Auberjinen-Karotten Salat

მასალა:

  • 2 ხახვი
  • 3 სტაფილო
  • 6 ბადრიჯანი
  • 300 გ ქამა სოკო
  • მარილი, წიწაკის ფანტელი, ქარი (Curry)
  • ზეთი
  • ქინძი

მომზადება :

ბადრიჯნები გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით და რამოდენიმე ადგილას დანით ჩაჩხვლიტეთ. დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.

auberginen

კანი რომ შეიბრაწება და შიგთავსი ჩარბილდება, ბადრიჯანი მზადაა. გამოიღეთ ღუმლიდან და შეაგრილეთ. შემდეგ სადილის კოვზის საშუალებით გამოიღეთ თითოეული ბადრიჯნისაგან რბილობი და ცხრილზე დაწურეთ.

gebackene-aubergine

ხახვი და სტაფილო რგოლებად დაჭერით და ტაფაზე ზეთში მოშუშეთ დაჭრილ სოკოსთან ერთად დაბალ ცეცხლზე.
სტაფილო რომ დარბილდება, ბადრიჯნის შიგთავსიც ჩაამატეთ ტაფაში, შეკმაზეთ და კიდევ 5 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. კარგად მოურიეთ. ბოლოს დაჭრილი ქინძიც მოაფრქვიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
ბადრიჯნისა და სტაფილოს სალათი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ მოხარშულ ბრინჯთან, კარტოფილის კერძებთან, წიწიბურასთან ან ხორცეულთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *