ღუმელში შემწვარი კობრი
მასალა:
- 1 კობრი 1,5-2 კგ
- 1-2 ლიმონი
- როზმარინის ტოტები
- მსხვილი მარილი
- მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
- 3-4 კბილი ნიორი
მომზადება:
კობრი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და შიგნიდან და გარედან და ქაღალდით შეაშრეთ. მუცლის ღრუში მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა, ჩადეთ ნიორი, როზმარინის ტოტები და 2-3 ლიმნის ნაჭერი. შემდეგ თევზის მთელი ზედაპირი დაამარილეთ და წიწაკა მოაფრქვიეთ. ჩადეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ზევიდანაც დაადეთ როზმარინის ტოტები და შედგით შესაწვავად წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით.
შემწვარი კობრი გადაიტანეთ ლანგარზე. შემოუწყვეთ სალათის ფოთლები და ლიმნის ნაჭრები.
ცალკე მიიტანეთ კარტოფილის პიურე.
მიირთვით გემრიელად!