ბაჟე

On 23/04/2013 by letusc

ბაჟე იდეალური საკმაზია ფრინველის შემწვარი და მოხარშულუ კერძებისათვის, მაგალითად, ტაბაკასათვის, აგრეთვე ღომის და თევზეულისათვის. ასე მომზადებული საკმაზი შეგიძლიათ ნიგვზიანი ბადრიჯნისათვისაც გამოიყენოთ.

Bage – Walnusssauce

მასალა:

  • 200 გ დაფქული (გატარებული) ნიგოზი
  • 1 ჩკ დაფქული ქინძი
  • 1 ჩკ ხმელი სუნელი
  • 1,5 ჩკ ხავერდა (ყვითელი ყვავილი)
  • მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი 1-2 კბილი
  • 1 სკ ძმარი
  • ანადუღარი და გაცივებული წყალი საჭიროების მიხედვით

მომზადება:

დაფქულ ნიგოზს შეურიეთ სუნელები (ნედლი ქინძის გარდა), მარილი, ნიორი, ძმარი, 1 სკ წყალი და ხელით მოზილეთ ისე, რომ მშრალი მასალა დასველდეს. ასე გააგრძელეთ დაახლოებით ხუთი წუთი. მალე შეატყობთ, რომ ხელის მოჭერისას ნიგოზს ზეთი გამოეყოფა. გააკეთეთ ნიგვზიანი მასის პატარა გუნდები, მუჭის მოჭერით გამოადინეთ ზეთი და ჭიქაში ჩაწურეთ. ახალი გამოწურული ზეთი ცოტა მღვრივეა, ცოტა ხანში ნიგვზის ნაწილები დაილექება და კამკამა გახდება.

Walnussöl

ასე გამოწურული ზეთი ძალიან გემრიელია სალათებში. თუ მოგრჩებათ, გადაინახეთ.

შემდეგ ნიგოზს დაასხით რამოდენიმე სადილის კოვზი წყალი და მთლიანად შეურიეთ ნიგოზს. ნელ-ნელა ამატეთ წყალი და თან ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. გემო გასინჯეთ და თუ რაიმე აკლია, დაუმატეთ. მომზადებულ ბაჟეს მოაწვეთეთ გამოხდილი ზეთი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *