მთელი მსხლის მურაბა
მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი მურაბა მთელი მსხლებით. ამ მურაბის გაკეთების იდეა გამიჩნდა, როცა სუპერმარკეტში თაროზე პატარა მსხლები დავინახე.
მურაბა გამოვიდა ძალიან გემრიელი და ქარვისფერი. ვსინჯე მიხაკით და ლიმონით და ასევე მათ გარეშეც. ორივე ვარიანტი ძლიან გემრიელია, თავად გადაწყვითეთ, დაამატოთ თუ არა.
მასალა:
- 1 კგ მსხალი
- 1კგ შაქარი
- 500 მლ წყალი
- 4 ცალი მიხაკი (სურვილით)
- 1 ლიმონის წვენი (სურვილით)
მომზადება:
მურაბისათვის შეარჩიეთ საშუალო სიმწიფის პატარა ზომის მსხლები. გარეცხეთ და ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ.
მოადუღეთ სიროპი წყლით და შაქრით. ცხელ სიროპში ჩააწყვეთ მსხალი, დაამატეთ მიხაკი და წამოადუღეთ. ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი, ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ დაახლოებით 12 საათი. ასე გაიმეორეთ კიდევ რამოდენიმეჯერ, ვიდრე სიროპი არ გასქელდება და მსხალი გამჭვირვალე არ გახდება. ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენიც. კარგად აადუღეთ და ცხელ ქილებში გადაიტანეთ როგორც ნაყოფები, ასევე სიროპიც. მოახრახნეთ ცხელი ხუფები.
მიირთვით გემრიელად!