ფენოვანი ხაჭაპურის ნაჭრები
სურნელოვანი, ხრამუნა და სახელდახელო ფენოვანი ხაჭაპურის ნაჭრები. გამოსაცხობად მომზადებული 2-3 დღე ინახება მაცივარში ჰაერისაგან დაცულ ყუთში.
მასალა 5 ხაჭაპურისათვის:
- 1 შეკვრა მზა, გაუყინავი ფენოვანი ცომი (275 გ)
- 150 გ ყველი
შენიშვნა: უცხოეთში მცხოვრებლებმა გამოიყენონ მოცარელასა და ფეტას ნარევი.
მომზადება:
ფენოვანი ხაჭაპურის ნაჭრების მომზადების წესი მსგავსია ფარშის და ფენოვანი ცომის ღვეზელის და ფენოვანი ხაჭაპურის მომზადების წესის.
ყველი დაფშვენით ხელით ან გახეხეთ სახეხზე. თუ წყლიანია, წინასწარ დაწურეთ საწურზე ან ხელით გაწურეთ.
მზა გაუყინავი ფენოვანი ცომი გამოიღეთ მაცივრიდან ხმარებამდე 10-15 წუთით ადრე და გაშალეთ თავისსავე ქაღალდზე, დაჭერით 5 ზოლად. ზოლის ერთ ბოლოზე დადეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ყველის ნარევი, გადმოკეცეთ მეორე ბოლო და კიდეები თითებით კარგად შეაწებეთ. თუ გსურთ კიდეებზე კვერცხის ცილა წააცხეთ და მერე შეაწებეთ.
მომზადებული ხაჭაპურები დადეთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ცხრილზე, ზედაპირი დანით ჩაჭერით რამოდენიმე ადგილას და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. რომ ამოფუვდება და ოდნავ ფერს შეიცვლის, ცეცხლს დაუწიეთ 150 გრადუსამდე და აცალეთ გამოშრობა და დაბრაწვა.
ფენოვანი ხაჭაპურის ნაჭრები სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
მიირთვით გემრიელად!