მწვანე ლობიო ნიგვზით
მასალა:
- 1 კგ მწვანე ლობიო (ნედლი, ან კონსერვი)
- 200 გ ნიგოზი,
- 1 პატარა ხახვი,
- 1 ჩკ დაფქული ქონდარი,
- 1 ჩკ დაფქული ქინძის თესლი,
- 1 ჩკ ხმელი სუნელი,
- 1 სკ ღვინის ძმარი,
- 1 კბილი ნიორი,
- მარილი, დაფქული მწარე წიწაკა გემოვნებით,
- პატარა კონა ქინძი,
- ბროწეულის მარცვლები
მომზადება:
ლობიო გააარჩიეთ, დააამტვრიეთ და მოხარშეთ, ვიდრე ლობიო ძალიან დარბილდება, წყალი გადაწურეთ, გააცივეთ, ხელით კარგად გაწურეთ. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან ხელით აურიეთ. თუ კონსერვს გამოიყენებთ, სითხე გადაწურეთ და ლობიო ხელით გაწურეთ. შეურიეთ დაფქული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, ქინძის თესლი, სუნელი, ქონდარი, ძმარი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ხელით კარგად აურიეთ. გასინჯეთ, თუ რაიმე დააკლდა, დამატებით გემოვნებით შეკმაზეთ. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
მიირთვით გემრიელად
[…] Salat On 27/12/2012 Spinat-Walnuss Salat ist eine leckere und gesunde Vorspeise und Zusammen mit BohnenWalnuss Salat gehört zu der traditionellen georgischen […]