ღუმელში გამომცხვარი ბროკოლი ლორით

On 19/11/2012 by letusc

ბროკოლი სასარგებლო მცენარეა, რომელიც მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით, ასევე B1, B2, B6, E და C ვიტამინებით და კაროტინით. 100 გ უმი ბროკოლი შეიცავს 34 კილოკალორიას. ბროკოლის შესახებ დამატებით შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.Fertiger Brokkoli-Schinken Auflauf

ღუმელში გამომცხვარი ბროკოლი ვიტამინებით მდიდარი, დაბალკალორიული და გემრიელი კერძია, რომელიც შეგიძლიათ გარნირად, „სტარტერად“, ან ვახშმად მიირთვათ.

მასალა:

  • 500 გ ბროკოლი,
  • 2 კვერცხი,
  • 1 პატარა თავი ხახვი,
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა,
  • 200 გ უცხიმო ლორი,
  • 100 მლ რძე,
  • 100 მლ ნაღები,
  • 200 გ ყველი (სულგუნი, ან სხვა),
  • პილპილი, მარილი, ქინძი, ოხრახუში

მომზადება:

გარეცხილი ბროკოლი დაყავით “ყვავილებად” და დაახლოებით 5 წუთი ხარშეთ მარილიან წყალში. წყალი გადაწურეთ და ბროკოლი გადაანაწილეთ ცეცხლგამძლე ფორმაში. ისეთი ფორმა ამოარჩიეთ, რითიც კერძს სუფრაზე მიიტანთ. ბროკოლის მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ლორი.Brokkoli-Schinken Auflauf-Vorbereitung

კვერცხები ათქიფეთ, შეურიეთ რძე და ნაღები, შეკმაზეთ მარილით და პილპილით და მოასხით ბროკოლის მასას. ზევიდან მოაფრქვიეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

Brokkoli-Schinken Auflauf-Vorbereitung-mit Käse

როცა ყველი დადნება და ზედაპირი მოებრაწება, კერძი მზად არის! Servierfertiger Brokkoli-Schinken Auflauf

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

მიირთვით გემრიელად ხორცეულთან ერთად, ან ცალკე! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *