ფერადი ფხვიერი ნამცხვრები

On 13/12/2013 by letusc

შემოგთავაზებთ გემრიელ, ფერად ფხვიერ ნამცხვრებს, რომლებიც ჭარხლის წვენით და ისპანახითაა შეღებილი. გემრიელი სასარგებლოც უნდა იყოს! მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ. 

Bunte Plätzchen

მასალა:

300 გ ფქვილი
100 გ შაქარი
150გ კარაქი
1 დიდი კვერცხი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
კაკაო
სხვადასხვა (საკვები) ფერები ან ჭარხლის წვენი და ისპანახი

მომზადება:

ცივი, დაჭრილი კარაქი დანით აკეპეთ ფქვილთან ერთად. შეურიეთ შაქარი და ვანილიანი შაქარი. დაამატეთ გათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ გლუვი ცომი. ცომი გაყავით ორ (სამ, ოთხ) ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო, დანარჩენებს-სხვა ფერი. თუ ცომს ჭარხლით ან ისპანახით შეღებავთ, შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. ცომის ნაწილები ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ ერთი საათით. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ თითოეული, ერთმანეთზე დააფინეთ და გადაახვიეთ რულეტივით. ისევ შეაბრუნეთ მაცივარში, აცალეთ კარგად გაცივება, რომ დაჭრისას არ დაზიანდეს. ბოლოს გამოიღეთ მაცივრიდან, დაჭერით 0,5 სმ სისქის განივ ნაჭრებად (წრეებად) და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. ეცადეთ, ცომმა ფერი არ შეიცვალოს, თორემ ძალიან გამოშრება.

 

Farbige Kekse
ფერადი ფხვიერი ნამცხვრები ცხრილზე გააცივეთ.

 

P1000365

გემრიელად მიირთვით ყავასთან ერთად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *