ფერადი სტაფილოს სალათი არაქისის საკმაზით
ეს ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი თბილი სალათი შეგიძლიათ ცალკე ან გარნირად მიირთვათ ხორცეულთან ან ბრინჯთან. სალათი მდიდარია ვიტამინებით და შეიცავს ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას.
მასალა:
- კარტოფილი
- წითელი, თეთრი და ყვითელი სტაფილო
- კარტოფილი
- პრასი
- ბულგარული წიწაკა, სხვადასხვა ფერის
- ნიორი, მარილი
- ახლად დაფქული წითელი წიწაკა
- მწვანე ლობიო, გაყინული
- 2-3 სკ ზეითუნის ზეთი
- 200 გ ნაღები
- 4 ჩკ არაქისის კარაქი, უმჯობესია არაქისის ნატეხებით
- ქარი (Curry) გემოვნებით
ბოსტნეულის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოსტნეული შეწვის შემდეგ ზომაში მცირდება.
მომზადება:
კარტოფილი, სტაფილო, პრასი, ბულგარული წიწაკა დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. გაყინული ლობიო დაადნეთ. ბოსტნეული ყველა ერთად მოათავსეთ ჯამში და შეკმაზეთ მარილით და წიწაკით.
ბოსტნეული მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, მოასხით ზეთი და და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით. პერიოდულად ამოურიეთ.
მომზადებული ბოსტნეული ამოიღეთ ღრმა თეფშზე და მოასხით საკმაზი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ:
ნაღები ჩაასხით პატარა ქვაბში, დაამატეთ არაქისის კარაქი და ქარის ფხვნილი. კარაქი კარგად გახსენით ნაღებში და დადგით ნელ ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით სალათს.
მიირთვით გემრიელად!