ქამა სოკოს და ყველის ღვეზელი

On 15/02/2014 by letusc

ადვილად მოსამზადებელი ქამა სოკოს და ყველის ღვეზელი სოკოს მოყვარულებისათვის! აუცილებლად გამოაცხვეთ, ძალიან მოგეწონებათ! Smile

 

champignonkuchen

 

მასალა:

2 შეკვრა დახვეული ფენოვანი ცომი (თითოეული 275 გ) ან სხვა შეფუთვით
1 კგ ქამა სოკო
1-2 სკ მცენარეული ზეთი
2 თავი ხახვი
პილპილი, როზმარინი და მარილი
350 გ სულგუნი ან სხვა ყველი
3-4 ტოტი როზმარინი
2 კბილი ნიორი
1 კვერცხის გული და 1 ჩკ რძე (ცომის ზედაპირისათვის)

უცხოეთში მაცხოვრებლებმა 150 გ მოცარელა და 200 გ ფეტა ან სხვა ბალკანური ყველი გამოიყენონ.

მომზადება:

სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაასუფთავეთ, გაფცქვენით, ფეხი რამოდენიმე მილიმეტრზე გადაჭერით და თხელ ნაჭრებად დაჭერით.
დიდ ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად მოშუშეთ, სოკო და როზმარინის ტოტებიც ჩაამატეთ და ზომიერ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა. სოკო რომ მორბილდება, მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ. გააცივეთ.
ცეცხლგამძლე ფორმას (25სმx25სმ) კარაქი წააცხეთ.
ყველი ხელით დაფშვენით, ან გახეხეთ და კარგად აზილეთ.
ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ (ზედა და ქვედა ცეცხლი).
ფენოვანი ცომი გაშალეთ, და ფორმას გადააფარეთ, შემდეგ მსუბუქი დაწოლით ფორმაში „ჩაფინეთ“ (იხილეთ სურათი) და ჩანგლით ძირი დაუჩხვლიტეთ. მომზადებული სოკო ცომზე თანაბრად გაანაწილეთ.

 

Champignon-Käse Torte

 

შემდეგ სოკოს ფენა ყველის ფენით დაფარეთ. ცომი ფორმის კედელზე ყველის დონეზე გადაჭერით. შემდეგ გაშალეთ ცომის მეორე შეკვრა, გადააფარეთ ფორმას ზევიდან, ზედმეტი ცომი შემოაჭერით, კიდეები შეაწებეთ და ზედაპირზე წაუსვით კვერცხის და რძის ნარევი (სურვილით). ნარჩენი ცომისაგან ფიგურები გამოჭერით და ზევიდან მოაწყვეთ.

 

Champignon-Käse Kuchen
შედგით ღუმელში დაახლოებით 45 წუთით. ზედაპირი ზომიერად რომ შეებრაწება, შემდეგ ქვედა ცეცხლი მიეცით, რომ ძირი კარგად გამოუშრეს.

 

Champignon Torte
ქამა სოკოს და ყველის ღვეზელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, დაჭერით ბასრი დანით და

გემრიელად მიირთვით! Smile

 

 

Champignon-Käse Torte

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *