ფენოვანი ხაჭაპური

On 03/02/2013 by letusc

გთავაზობთ სახელდახელო და ძალიან გემრიელ ფენოვან ხაჭაპურს, რომელიც ადვილი მოსამზადებელია და მისი გამოცხობა განსაკუთრებულ კულინარულ გამოცდილებას არ საჭიროებს.

 

Chatschapuri mit Blätterteig

 

 

მასალა:

2 შეკვრა დახვეული ფენოვანი ცომი (დაახლოებით 300 გრამი თითოეული)
300 გ ყველი (სულგუნი ან 150 გ ფეტა და 150 გ მოცარელა)
1 კვერცხის გული და 1სკ რძე (სურვილის მიხედვით)

მომზადება:

მოამზადეთ ყველი: ყველი დაფშვენით ხელით ან გახეხეთ სახეხზე. თუ ზედმეტად სველია, წინასწარ დაწურეთ საწურზე ან ხელით გაწურეთ.
მზა გაუყინავი ფენოვანი ცომი გამოიღეთ მაცივრიდან ხმარებამდე 10-15 წუთით ადრე და გაშალეთ თავისსავე ქაღალდზე, თუ გაყინულია, გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე.  
მოაფრქვიეთ დაფშვნილი ყველი,  ისე, რომ კიდემდე დარჩეს 1 სმ ყველის გარეშე. ზევიდან გადააფინეთ ფენოვანი ცომის იგივე ზომის ფურცელი, კიდეები კარგად “შეაწებეთ“ თითების დაჭერით და ზედაპირი მრავალ ადგილას ჩაუჩხვლიტეთ დანით. თუ გსურთ, ზედაპირზე ფუნჯით წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული. თუ ნაპირები გამოუშრა, კიდეებზე ფუნჯით თხლად წაუსვით კვერცხის ცილა და ზედა და ქვედა ცომის ფურცლები “შეაწებეთ”.
ხაჭაპური მოათავსეთ ქაღალდდაფენილ ცხრილზე და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

 

Chatschapuri mit Blätterteig

 

რომ ამოფუვდება და ოდნავ ფერს შეიცვლის, ცეცხლს დაუწიეთ 150 გრადუსამდე და აცალეთ გამოშრობა და დაბრაწვა. გირჩევთ, გამოაცხოთ ცხრილზე, რადგან ეს ტემპერატურას კარგად ატარებს და ხაჭაპურიც ხრამუნა გამოვა.

 

Chatschapuri mit Blätterteig

ასე გამოიყურება ფენოვანი ხაჭაპური ზედაპირზე კვერცხის წასმის გარეშე.

მიირთვით გემრიელად! Smile

 

Chatschapuri mit Blätterteig

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *