კრეპი ბანანით და ნუტელათი
კრეპი ბანანით და ნუტელათი სახალისო მოსამზადებელია ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად მრგვალი მაგიდის ირგვლივ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
მასალა დაახლოებით 20 კრეპისათვის:
- 4 კვერცხი
- 400-500 მლ რძე
- 250 გ ფქვილი
- 50 სახამებელი, მაგალითად სიმინდის
- 2 სკ ზეთი ნეიტრალური გემოთი
- 1/4ჩკ მარილი
- ნუტელა
- ბანანები
მომზადება:
გათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე, ზეთი და მარილიც დაამატეთ. ფქვილი სახამებლით და რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. დაიწყეთ ფქვილით. ცომი 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
კრეპის ავტომატი ზომიერად გააცხელეთ და დაასხით დაახლოებით 50 მლ ცომი. T- მაგვარი სველი ხის ჩხირით ცომი გადაანაწილეთ წრიული მოძრაობით და მიეცით წრის ფორმა. ზედაპირი რომ შეიკვრება და კრეპის ქვედა მხარე ფერს ოდნავ შეიცვლის, გადააბრუნეთ.
კრეპის ნახევარზე მაშინვე თანაბრად გადაანაწილეთ ნუტელა, მოაწყვეთ რგოლებად დაჭრილი ბანანი, მეორე (თავისუფალი) ნაწილი გადმოკეცეთ, კიდევ ერთხელ გადაკეცეთ და დიდი კულინარული ნიჩბით თეფშზე გადაიღეთ.
მიირთვით თბილი.
კრეპი შეგიძლიათ სქელძირიან ტაფაშიც მოამზადოთ. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: მორჩენილი ცომი მაცივარში შეინახეთ კარგად თავდახურული და შემდეგ დღეს გამოიყენეთ.