კრეპი კენკრით

On 09/02/2014 by letusc

კრეპი ფრანგული წარმოშობის კერძია, რომელიც სხვადასხა ქვეყანაში განსხვავევული სახელითაა ცნობილი. კრეპი შეიძლება ტკბილი ან მარილიანი შიგთავსით მოამზადოთ. ამჯერად გთავაზობთ კრეპს კენკრით და ნუტელათი. ძალიან გემრიელ და არომატულ დესერტია. ამავე დროს, ადვილი მოსამზადებელი. Smile

beeren-crepe

მასალა დაახლოებით 10 კრეპისათვის:

2 კვერცხი
200 მლ რძე
150 გ ფქვილი
ერთი მწიკვი მარილი
კენკრა
ნუტელა

მომზადება:

გათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე. ფქვილი და რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. შეურიეთ მარილიც.
კრეპის ავტომატი ზომიერად გააცხელეთ და დაასხით დაახლოებით 50 მლ ცომი. T- მაგვარი სველი ხის ჩხირით ცომი გადაანაწილეთ და მიეცით წრის ფორმა. ცომის ზედაპირი რომ შეიკვრება და კრეპის ქვედა მხარე ფერს ოდნავ შეიცვლის, გადააბრუნეთ.

crepe-zubereitung

კრეპის ნახევარზე მოაწვეთეთ ნუტელა, მოაწყვეთ კენკრა, მეორე ნაწილი გადმოკეცეთ და დიდი კულინარული ნიჩბით თეფშზე გადაიღეთ.

crepe-mit-beeren
კრეპი კენკრით მიირთვით თბილი. 
კრეპი შეგიძლიათ სქელძირიან მოპირკეთებული ტაფაშიც მოამზადოთ. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.
შიგთავსი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ და კენკრის ნაცვლად სხვა ხილი გამოიყენოთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *