ხახვიანი ჩიაბატა

On 18/12/2016 by letusc

იტალიური წარმოშობის პური, ჩიაბატა [tʃaˈbat-ta] ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ამერიკაში. არსებობს ჩიაბატას მრავალი ნაირსახეობა. ამჯერად იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილით და ფრიტირებული ხახვით მოვამზადე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. უხდება კარაქი, ძეხვები, ყველი.
სრულმარცვლოვანი პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

 

Dinkel-Zwiebel Ciabatta

 

მასალა 2 ჩიაბატასათვის:

  • 250 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 250 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
  • 2 ჩკ მშრალი საფუარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 100 გ ფრიტირებული ხახვი (მზა ნაყიდი)
  • დაახლოებით 450 მლ ნელ-თბილი წყალი

მომზადება:

მოზრდილ ჯამში ფქვილი, საფუარი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და 2-3 საათით თბილ ადგილას დადგით.
გაფუების შემდეგ ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ, დააყარეთ ფრიტირებული ხახვი და გადაზილეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ამ ნაწილებიდან ორი მოგრძო პური გამოძერწეთ და ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე მოათავსეთ. პურებს ფქვილი მოაფრქვიეთ, ბასრი დანით რამოდენიმე ადგილას ირიბად გადასერეთ და წინასწარ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი აცხვეთ.

 

Zwiebel-Ciabatta
ხახვიანი ჩიაბატა შეაგრილეთ, ფორმიდან გამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

 

Dinkel Zwiebel Ciabatta

 

Dinkel-Zwiebel- Ciabatta

 

 

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *