გაყინული ხაჭაპური

On 26/10/2013 by letusc

ყველასთვის საყვარელი ხაჭაპურის მომზადება შრომატევადი საქმიანობაა და გარკვეულ დროს საჭიროებს. ალბათ ბევრ თქვენგანს, ისევე როგორც მეც, არა ერთხელ გადაუფიქრებია ხაჭაპურის მომზადება უდროობის გამო. მე ასეთი გამოსავალი მოვძებნე: მოვამზადებ მომცრო ზომის ხაჭაპურებს, დაახლოებით ერთი ულუფის ზომით, ვყინავ და ვინახავ საყინულეში.

ასე გაყინულ ხაჭაპურს კარგად გამოიყენებთ მოულოდნელი სტუმრიანობის დროს, სკოლიდან მოსული ბავშვის დასაპურებლად ან ოჯახის წევრების გასამასპინძლებლად. საყინულედან გამოღების შემდეგ ხაჭაპურს დადნობა არ სჭირდება, შედებთ ღუმელში და ნახევარ საათში მზად არის. და რაც მთავარია, ისეთივე გემრიელია, როგორც ახლად მომზადებული!

მოამზადეთ, გაყინეთ, გამოაცხვეთ და ისიამოვნეთ!

Eingefrorener Chatschapuri

მასალა:

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 ჩკ მშრალი საფუარი
  • 4 სკ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩკ მარილი
  • 1 სკ შაქარი
  • 600-700 მლ სითხე (რძე და წყალი შერეული)
  • 1 კგ ყველი
  • 1 კვერცხი

მომზადება:

მოამზადეთ ცომი და ყველი ისე, როგორც აღწერილია ხაჭაპურის რეცეპტში.

ცომი და ყველი გაყავით 10-12 ნაწილად, თუ პატარა ხაჭაპურების მომზადებას აპირებთ. გაითვალისწინეთ თქვენი საყინულეს ზომები და რამდენი თავისუფალი ადგილი გაქვთ შიგნით. მოამზადეთ ხაჭაპურები ამავე რეცეპტის მიხედვით და ზედაპირები რამოდენიმე ადგილას ჩაუჩხვლიტეთ.

პლასტმასის ყუთში  ჩაფინეთ ცელოფანი და ჩააწყვეთ მომზადებული ხაჭაპურები. ფენებს შორის ცელოფანი დაუფინეთ. დაახურეთ სახურავი და საყინულეში შეინახეთ.

Eingefrorener Chatschapuri

გამოაცხვეთ წინასწარი დადნობის გარეშე 200-220 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.

Eingefrorener Chatschapuri

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *