გაყინული ხინკალი
ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ხინკალი არც თუ ისე ადვილი მოსამზადებელია და მისი მომზადება გარკვეულ დროს საჭიროებს. ალბათ თქვენც, ჩემსავით ყოველთვის არ გცალიათ ამისათვის.
თქვენ შეგიძლიათ ეს პრობლემა შემდეგნაირად გადაჭრათ: მოამზადეთ ხინკალი, როცა გცალიათ, გაყინეთ და ნაწილ-ნაწილ მოხარშეთ ხოლმე, როცა დაგჭირდებათ და რამდენიც დაგჭირდებათ.
მაშ ასე, მოამზადეთ ხინკალი ამ რეცეპტის მიხედვით.
პლასტმასის მოზრდილ ყუთში ჩააწყვეთ მომზადებული ხინკლების ერთი ფენა და შეაწყვეთ გასაყინად. გააგრძელეთ მოხვევა. ამასობაში პირველი ფენა გაცივდება და ფორმას შეინარჩუნებს, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, მოაწყვეთ შემდეგი ფენა და ასე შემდეგ. დააფარეთ სახურავი მჭიდროდ და შეინახეთ საყინულეში.
გაყინული ხინკალი საჭიროების შემთხვევაში მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში წინასწარი დადნობის გარეშე.
მიირთვით გემრიელად!