ცილოვანი თხელი პური

On 09/03/2016 by letusc

ცილოვანი თხელი პური სწორედ მათთვისაა, ვინც ცილოვან ან დაბალნახშირწყლოვან (ე.წ. low carb) დიეტას იცავს, ან უბრალოდ ჯანსაღი კვება აინტერესებს. პური ძალიან გემრიელია და ადვილად მზადდება. მდიდარია ცილებით, ვიტამინებით და ჯანსაღი ცხიმებით, ამავე დროს აგლუტენურია, რადგან მარცვლეულის ფქვილს არ შეიცავს. სინჯეთ აუცილებლად.

 

Eiweiß-Knäckebrot

 

მასალა:

  • 3 კვერცხი
  • 3 სკ ხაჭო
  • 3 სკ ჩიას მარცვლები
  • 3 სკ დაფქული სელის თესლი
  • 3 სკ დაფქული ნიგოზი ან სხვა თხილეული
  • 3 სკ ცილის ფხვნილი ნეიტრალური გემოთი
  • 1,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩკ მარილი
  • 1-2 სკ სეზამის მარცვლები

მომზადება:

ღუმელი 220 გრადუსზე გაახურეთ.
კვერცხი გათქვიფეთ ჯამში, შეათქვიფეთ ხაჭო.
მშრალი მასალა შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ კვერცხის და ხაჭოს ნარევს. კარგად მოზილეთ.
ცომი გადაიტანეთ დაახლოებით 30X40 სმ ზომის საცხობ ქაღალდზე და თხლად გადაასწორეთ. ზედაპირზე მოაფრქვიეთ სეზამის მარცვლები.
ცომიანი საცხობი ქაღალდი გადააცურეთ საცხობ ცხრილზე და დაახლოებით 20-25 წუთი აცხვეთ. თბილივე დაჭერით.

 

Eiweißbrot

 
ასეთი პური გამრიელია თბილიც და ცივიც. შეგიძლიათ ტოსტერშიც გახუხოთ. ძალიან უხდება კარაქი, მურაბები, ყველი და ბევრი სხვა რამ.

 

Eiweiß Knäckebrot

 

მიირთვით საუზმეზე გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *