მარწყვის და რძის ფლავის ტორტი

On 08/06/2014 by letusc

ეს უგემრიელესი მარწყვის და რძის ფლავის ტორტი ჩემი მოკრეფილი მარწყვით მოვამზადე. ჩემმა სტუმრებმა თითები ჩაიკვნიტეს. თქვენც სინჯეთ.Smile

Erdbeer-Milchreis Torte

მასალა 24 სმ დიამეტრის ფორმისათვის:

ფლავისათვის:

  • 300 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 700-800 მლ რძე (დაახლოებით)
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • შაქარი გემოვნებით 
  • ¼ ჩკ მარილი

ბისკვიტი:

  • 100 გ Bკარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 150 გ ფქვილი
  • 25 გ სახამებელი (კარტოფილის ან სიმინდის)
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 40 გ მუქი შოკოლადი
  • 1 სკ ნაღები
  • 1 ჩკ (ან 1 სკ) კაკაო
  • 500-800 გ მარწყვი

 

WP_20140601_006

 

მომზადება:

რძის ფლავი:
ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და წამოადუღეთ. პერიოდულად ურიეთ, რომ ბრინჯი არ შეწებდეს და ძირზე არ მიიკრას. წყალი დაშრობას რომ დაიწყებს, დაასხით დაახლოებით 0,5 ლ ადუღებული რძე და რომ წამოდუღდება თავდახურული ხარშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ. ბრინჯი ხარშვისას გაჯირჯვდება და რძეს შეიწოვს. უმატეთ ცოტა-ცოტა რძე და თან ურიეთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, დაამატეთ ვანილი, მარილი და შაქარი გემოვნებით. მზა ფლავი არ უნდა იყოს ზედმეტად სქელი. ტორტის მოსამზადებლად საჭიროა გაცივებული ფლავი. გაცივებისას კი ფლავი სქელდება. თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, მარწყვებს შორის განაწილება გაგიჭირდებათ.

ვიდრე ფლავი გაცივდება, შოკოლადიანი ბისკვიტი გამოაცხვეთ.   

ბისკვიტი:
ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი. ღუმელი 170 გრადუსზე დაახურეთ.
დარბილებული კარაქი, შაქარი და ვანილიანი შაქარი გათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ კვერცხები სათითაოდ და თქვიფეთ. ფქვილი, სახამებელი, მარილი და გამაფხვიერებელი ერთად დააცერით და 
შეათქვიფეთ. შეურიეთ ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი და შემდეგ გაცრილი კაკაო. თუ ცომი ძალიან სქელი გამოვიდა, დაუმატეთ 1 სკ ნაღები. ცომი ჩადეთ მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და აცხვეთ 20-25 წუთი. ნამცხვარი ფორმაშივე შეაგრილეთ, შემდეგ გვერდები მოხსენით და ცხრილზე ბოლომდე გააცივეთ. ნამცხვარი კარგად რომ გაცივდება, ბასრი დანით ძალიან ფრთხილად გაჭერით ორ ჰორიზონტალურ ფენად. ამ რეცეპტით გამოგივათ ორი თხელი ფენა (იხილეთ სურათები), თუ უფრო სქელი ფენები მოგწონთ, მასალას მოუმატეთ.

ტორტის აწყობა:

მარწყვს ყუნწები მოაცალეთ, გარეცხეთ და გასაშრობად ტილოზე დააწყვეთ.
ტორტის დასადებ ფართო თეფშზე დადეთ ნამცხვრის ქვედა ფენა. დაადეთ იმ ფორმის გარეცხილი და გამშრალებული რკალი/კედელი, რომელშიც ნამცხვარი გამოაცხვეთ. შემდეგ ნამცხვარზე ძალიან ფრთხილად, დაახლოებით 1 სმ სისქეზე თანაბრად გადაანაწილეთ რძის ფლავი. ფლავზე დააწყვეთ მომზადებული მარწყვები მჭიდროდ ერთმანეთთან და მსუბუქი დაწოლით ოდნავ ჩაძირეთ ფლავში. შემდეგ პატარა კოვზის და დანის დახმარებით მარწყვებს შორის ადგილები მთლიანად ფლავით ამოავსეთ.

P1130346 Kopie

ზედაპირი გადაასწორეთ და ნამცხვრის მეორე ნახევარი დააფარეთ. მსუბუქად უბიძგეთ.

Milchreistorte

ნამცხვარს ზევიდან კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და რამოდენიმე საათით ან მთელი ღამით მაცივარში შედგით.

Milchreistorte mit Erdbeeren
სუფრასთან მიტანის წინ მარწყვის და რძის ფლავის ტორტი ფორმაშივე დაჭერით, შემდეგ რკალი მოაცილეთ, შაქრის პუდრი მოაყარეთ და სუფრასთან მიიტანეთ.

Reiskuchen

თეფშზე ძალიან ფრთხილად გადაიღეთ, რომ ნაჭრებმა ფორმა შენარჩუნოს.

Milchreis-Erdbeer Torte

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *