ხორციანი აჯაფსანდალი

On 18/01/2015 by letusc

ეს გემრიელი კერძი აჯაფსანდალის მოტივებზე მოვამზადე. მასალის პროპორციები შეგიძლიათ თქვენი სურვილით ცვალოთ. Smile

Fleisch-Aubergineneintopf

მასალა:

  • 1 კგ ღორის ან ინდაურის ხორცი
  • 1 კგ ნორჩი ბადრიჯანი
  • 5-6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 4 პამიდორი ან ზამთრისათვის შენახული დაჭრილი პამიდორი.
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და ნედლი წითელი წიწაკა გემოვნებით 
  • ზეთი ხახვის მოსაშუშად
  • ქინძი, ოხრახუში და რეჰანი – პატარა კონები

მომზადება:

ბადრიჯანს ყუნწები მოაჭერით, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად. მოაყარეთ მარილი თანაბრად და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთი.
კუბებად დაჭრილი ხორცი და ხახვი ქვაბში მსუბუქად მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში.
დაამატეთ გაწურული ბადრიჯანი, კუბებად დაჭრილი კარტოფილი და პამიდორი თავის წვნიანად, რგოლებად დაჭრილი წითელი წიწაკა გემოვნებით და ნიორი. დატოვეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული. ცოტა ხანში ბულგარული წიწაკაც ჩაამატეთ. მოამზადეთ ადუღებული წყალი, თუ შეატყობთ, რომ წყალი დაიშრო, ცოტ-ცოტა დაამატეთ. წყლის დამატებით შეგიძლიათ აჯაფსანდლის სისქე თავად არეგულიროთ. პერიოდულად ამოურიეთ. შეკმაზეთ მარილით და მწვანილით.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *