ჩაშუშული ხორცი ქოქოსის რძით
უგემრიელესი, ძალიან არომატული და დაბალნახშირწყლოვანი კერძი ქოქოსის რძით და კურკუმათი.
მასალა:
- 1 კგ ხორცი (ღორის ზურგი ან ქათმის მკერდი)
- 3 თავი ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 400 მლ ქოქოსის რძე
- წიწაკა, მარილი, კურკუმა
- 1 სკ ქოქოსის ზეთი
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი ჩაყარეთ ქვაბში/ღრმა ტაფაში და ქოქოსის ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხორცი და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ შუშვა. ხორცი რომ დარბილდება, დაასხით ქოქოსის რძე, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და კურკუმათი. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ქინძი.
ჩაშუშული ხორცი ქოქოსის რძით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ ბოსტნეულთან, მოხარშულ კანგაუცლელ ბრინჯთან, კარტოფილის კერძებთან ან წიწიბურასთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!