ხორცი ბულგარული წიწაკით და სოკოთი

On 07/04/2015 by letusc

ხორცი ბულგარული წიწაკით და სოკოთი ჩემმა შვილმა გვანცამ მოამზადა. ძალიან გემრიელი, ვიტამინებით და ცილებით მდიდარი კერძია, ნაკლები ნახშირწყლებით, ულაქტოზო და აგლუტენური. კერძი ადვილი მოსამზადებელია და ჩქარა მზადდება.

 

Fleisch-Paprika Pfanne

 

მასალა:

  • 1 კგ ინდაურის მკერდი ან ღორის რბილი ნაჭერი
  • 2-3 ბულგარული წიწაკა
  • 700 გ ქამა სოკო ან სოკოს კონსერვი
  • 4 თავი ხახვი
  • 2-3 ნივრის კბილი
  • ქინძი, ქარი (Curry), წიწაკის ფანტელი
  • 2 მუჭა ნიგოზი, მოხალული და დატეხილი
  • ცოტაოდენი ზეთი

მომზადება:

ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით, ფართო ტაფაზე ზეთში მსუბუქად შეწვით, მარილით წიწაკით და ქარით შეკმაზეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და სახურავი დაახურეთ.

 

Fleisch-Pfanne

 
რგოლებად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი სოკო და ბულგარული წიწაკა.

 

Paprika-Champignon Pfanne

 

როცა ბოსტნეული დარბილდება, შეკმაზეთ მარილით, ქარით და წიწაკით, შეურიეთ მომზადებული ხორცი და ნიგოზი. მოაფრქვიეთ დაჭრილი ქინძი და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან მოხარშულ ბრინჯთან, კარტოფილის კერძებთან ან წიწიბურასთან ერთად ან მიირთვით გარნირის გარეშე.

 

Paprika-Fleisch Pfanne

 

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *