ხორცის რულეტი ფენოვან ცომში

On 22/06/2013 by letusc

ეს გემრიელი და არომატული რულეტი ძალიან მოუხდება თქვენს სადღესასწაულო თუ ოჯახურ სუფრას და მოსამზადებლადაც მარტივია.

Fleischrolle im Blätterteig

მასალა:

  • 2 ცალი ქათმის მკერდი ან 500 გ ღორის რბილი ნაჭერი
  • პატარა კონა ქინძი
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, პილპილი, ნიორი, ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • 500 გ ისპანახი (ცოცხალი ან გაყინული)
  • 200 გ ყველი (სულგუნი, მოცარელა, იმერული ან გაუდა)
  • 2 შეკვრა (დაახლოებით) მზა ფენოვანი ცომი (თითო დაახლოებით 300 გ)
  • 1 კვერცხის გული 1 სკ რძით (სურვილით)

მომზადება:

მოამზადეთ ხორცის რულეტები ისე, როგორც “ხორცის რულეტი არომატული შიგთავსით” რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ რულეტებს ცოტა დააკელით შეწვა, რომ შემდგომ ღუმელში გამოცხობისას ძალიან არ გამოშრეს. შემწვარი რულეტები გადმოიღეთ თეფშზე, მოხსენით ძაფი და აცალეთ გაცივება.

Fleischrolle mit aromatischer Füllung

ადუღებულ მარილწყალში მოთუთქეთ გარეცხილი ნორჩი ისპანახის ფოთლები 1-2 წუთის განმავლობაში, წყალი გადაწურეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და ცხრილზე დაწურეთ. აცალეთ გაცივება. ცომზე განაწილების წინ ხელის მოჭერით ზედმეტი სითხე გამოადინეთ.

ამასობაში მოამზადეთ ფენოვანი ცომის ნაჭრები. მზა ფენოვანი ცომი გაშალეთ ფიცარზე, მოაწყვეთ ისპანახის ფოთლები, მოაფრქვიეთ გახეხილი ყველი, პილპილი, ზედ მოათავსეთ შემწვარი რულეტი, გადაახვიეთ, ბოლოები კარგად მოუკარით, ნაპირები შეაწებეთ, რამოდენიმე ადგილას დანით ჩაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

სუფრასთან ცხელი მიიტანეთ კარტოფილის გარნირთან და (ან) მწვანე სალათთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *