ხორცის რულეტი არომატული შიგთავსით

On 20/06/2013 by letusc

აუცილებლად მოამზადეთ ეს გემრიელი ხორცის რულეტი არომატული შიგთავსით, ძალიან მოგეწონებათ!

Fleischrolle mit aromatischer Füllung

მასალა:

  • 2 ცალი ქათმის მკერდი ან 500 გ ღორის რბილი ნაჭერი
  • პატარა კონა ქინძი
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, პილპილი, ნიორი, ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება:

ქათმის მკერდი გაჭერით ორ თხელ ჰორიზონტალურ ნაჭრად ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი დაჭერით თხელ მართკუთხა ნაჭრებად და კულინარული ცელლოფანის ორ ნაჭერს შორის მოქცეული ფრთხილად დაბეგვეთ. თითოეული ნაჭერი შეკმაზეთ მარილით და პილპილით ორივე მხრიდან, ცენტრში ზოლზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, გაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით და ბროწეულის მარცვლები. ხორცი გადაახვიეთ და მიეცით რულეტის ფორმა. რამოდენიმე ადგილას შეკარით ძაფით ან ხის ჩხირით. შეწვით ზომიერ ცეცხლზე ცხიმიან ტაფაზე ყველა მხრიდან.

Fleischrolle mit aromatischer Füllung

ეცადეთ რულეტი ძალიან სქელი არ გააკეთოთ, რომ ცენტრში უმი არ დარჩეს. შემწვარ რულეტებს მოხსენით ძაფი და სუფრასთან თბილი მიიტანეთ.

Fleischrolle mit aromatischer Füllung

ასე მომზადებული რულეტები ძალიან გემრიელია სხვადასხვანაირ კარტოფილის გარნირთან და (ან) მწვანე სალათთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *