ბადრიჯნის და კატლეტის რულეტი

On 25/02/2016 by letusc

ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი – ბადრიჯნის და კატლეტის რულეტი. კატლეტს პურის მაგიერ შევურიე შვრიის ნაზი ფანტელი, რაც ძალიან მოუხდა, საფანელადაც დაფქული (ასევე დაუფქვავი) შვრიის ფანტელი გამოვიყენე. შემწვარი ბადრიჯნის და კატლეტის გემო ძალიან მოუხდა ერთმანეთს. მოამზადეთ, მოგეწონებათ. Smile

Frikadellen-Auberginen Rollen

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (ძროხა და ღორი)
  • 2 პატარა ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 80-100 გ შვრიის ნაზი ფანტელი
  • პატარა კონა ქინძი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 4-5 ცალი გრძელი ბადრიჯანი
  • დაახლოებით 100 გ შვრიის ფანტელი საფანელისათვის
  • მწვანე სალათის ფოთლები, რგოლებად დაჭრილი ხახვი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება:

ბადრიჯანი მოამზადეთ შესაწვავად ისე, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტშია აღწერილი. აერღუმელის ცხრილზე დაფინეთ ქაღალდი და დააწყვეთ გაწურული ბადრიჯანი ერთ ფენად. შეწვით 220 გრადუსზე. ერთხელ გადააბრუნეთ. ძალიან არ გამოაშროთ.

ხორცს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და კვერცხი და ხელით კარგად აურიეთ. შემდეგ თანდათანობით დაამატეთ შვრიის ფანტელი და თან ურიეთ. შვრიას ერთბაშად ნუ ჩაყრით, შეიძლება შეწებდეს.
მოამზადეთ საფანელი – შვრიის ფანტელი ბლენდერში ჩაყარეთ და დაფქვით, ან დაუფქვავი ფანტელები იხმარეთ საფანელად (იხ. ფოტო).

Frikadellen Auberginen Rollen

ხელები დაისველეთ, თითო სუფრის კოვზი ფარში აიღეთ და მიეცით მოგრძო გუნდის ფორმა, საფანელში ამოგანგლეთ, ცოტა დააბრტყელეთ და შეწვით ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
შემწვარ თითო კატლეტს დაადეთ რამოდენიმე რგოლი ხახვი (სურვილით) და ქიძის ფოთოლი და შემოახვიეთ ერთი ფურცელი ბადრიჯანი.

Frikadellen-Auberginen- Rollen

დადეთ სალათის ფოთოლზე და ასე მიირთვით სალათის ფოთლიანად.

გაამოთ! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *