კატლეტი შვრიის ქატოთი და სტაფილოთი

On 21/02/2017 by letusc

გავაგრძელე ექსპერიმენტები ჩემს კულინარულ ლაბორატორიაში ქართული სამზარეულოს გაჯანსაღების მიმართულებით. კატლეტის მოსამზადებლად ხორცის ფარშს პურის მაგიერ შევურიე შვრიის ქატო, ვსინჯე შვრიის ნაზი ფანტელითაც, ორივე ძალიან გემრიელი გამოვიდა, საფანელადაც შვრიის ქატო, ან დაფქული (ასევე დაუფქვავი) შვრიის ფანტელი გამოვიყენე. ძალიან მოუხდა მსხვილად გახეხილი სტაფილოც.

Frikadellen mit Haferkleie und Karotten

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (ძროხა და ღორი)
  • 3 დიდი სტაფილო
  • 2 პატარა ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 80-100 გ შვრიის ქატო ან ნაზი ფანტელი
  • 100 მლ წყალი (დაახლოებით)
  • პატარა კონა ქინძი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • დაახლოებით 100 გ შვრიის ქატო ან დაფქული ფანტელი საფანელისათვის
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება:

ხორცს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, მსხვილად გახეხილი სტაფილო და კვერცხი და ხელით კარგად აურიეთ. შემდეგ თანდათანობით დაამატეთ შვრიის ქატო/ფანტელი და თან ურიეთ. შვრიას ერთბაშად ნუ ჩაყრით, შეიძლება შეწებდეს. დაამატეთ წყალი, რომ შვრიამ შეიწოვოს და გაფუვდეს. ასე კატლეტები ჰაეროვანი გამოვა.
მოამზადეთ საფანელი – შვრიის ფანტელი ბლენდერში ჩაყარეთ და დაფქვით, ან ქატო იხმარეთ საფანელად.
თითო სუფრის კოვზი ფარში აიღეთ და მიეცით მოგრძო გუნდის ფორმა, საფანელში ამოგანგლეთ და ცოტა დატკეპნეთ დანით.

Frikadellen mit Haferkleie
საცხობ ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი და თხლად წააცხეთ ზეთი. დააწყვეთ მომზადებული კატლეტები და შეწვით ღუმელში სასურველ კონსისტენციამდე. ერთხელ გადააბრუნეთ.

Frikadellen mit  Karotten
თქვენ შეგიძლიათ კატლეტები ტაფაზეც შეწვათ. ამ შემთხვევაში ტაფაზე მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან.

Frikadellen
გარნირი შეურჩიეთ თქვენი გემოვნებით: კარტოფილის, ბრინჯის, მაკარონის კერძები, ან ბოსტნეულის ცივი თუ თბილი სალათები.

Karottenfrikadellen
ძალიან უხდება რევანდის საწებელი.

გაამოთ!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *