კრემყველის და კაკაოს მუსი

On 21/03/2016 by letusc

კრემყველის და კაკაოს მუსი იდეალურია მათთვის, ვისაც ტკბილი საუზმე უყვარს. თუ ნახშირწყლების მიღებას ერიდებით, მაშინ დასატკბობად იხმარეთ შაქრის შემცვლელები, რომლებსაც ბიო-მაღაზიაში შეიძენთ, მაგალითად სუკოლინი. თუ სუკოლინით დამზადებულ კრემყველის და კაკაოს მუსს ცილოვან პურთან ერთად მიირთმევთ, გექნებათ იდეალური low carb საუზმე, რაც ცილოვანი დიეტების დროს გამოგადგებათ. ძალიან ჩქარა მზადდება და ძალიან გემრიელია.

Frischkäse-Kakao Brotaufstrich

მასალა:

  • 200 გ კრემყველი
  • 2-3 ჩკ კაკაოს ფხვნილი
  • შაქარი/თაფლი/სუკოლინი გემოვნებით
  • ვანილის წვეთები

მომზადება:

პროდუქტები კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

Frischkäse-Kakao- Brotaufstrich
კრემყველის და კაკაოს მუსი ძალიან უხდება სხვადასხვა სრულმარცვლოვან პურს ან ცილოვან პურს.

მიირთვით საუზმეზე გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *