ბრაუნი კრემ-ყველით და ნიგვზით
ბრაუნი კრემ-ყველით და ნიგვზით – პოპულარული და გემრიელი დესერტი.
მასალა:
- 150 გ კარაქი
- 150 გ შოკოლადის ფილა
- 3 საშუალო ზომის კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 150 გ გაცრილი ფქვილი
- 40 გ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი
- 250 გ კრემ-ყველი (ფილადელფია ან სხვა)
- 1 სკ ლიმნის წვენი
- 1,5 სკ რძე
მომზადება:
კარაქი და შოკოლადი პატარა ქვაბში ნელ ცეცხლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში ხშირი მორევით დაადნეთ და შეაცივეთ.
კვერცხი, 180 გრამი შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი ერთად გათქვიფეთ, კარაქის და შოკოლადის ნარევი შეათქვიფეთ, დაამატეთ ნიგოზი და ფრთხილად შეურიეთ ფქვილი.
კრემ-ყველი, 20 გ შაქარი, ლიმონის წვენი და რძე შეურიეთ ერთმანეთს, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ცომის ნახევარი მოათავსეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 29X23 სმ) და ზედაპირი გადაასწორეთ. ცომის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ყველის და ლიმნის წვენის ნარევი, შემდეგ ყველის ფენა დაფარეთ ცომის მეორე ნახევრით.
შედგით წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით, გააცივეთ და დაჭერით კვადრატულ ნაჭრებად.
ძალიან უხდება შოკოლადის მინანქარი.
მიირთვით გემრიელად!