ვაშლის ღვეზელი

On 23/01/2013 by letusc

ძალიან გემრიელი ვაშლის ღვეზელი ჩემი ძველი რეცეპტების რვეულიდან. რეცეპტს დავამატე შოკოლადის მინანქარი დეკორაციისათვის, რამაც არომატების არაჩვეულებრივი კომბინაცია შექმნა. გასინჯეთ, აუცილებლად მოგეწონებათ! Smile

Gitter-Apfelkuchen

მასალა:

ცომისათვის:

  • 4 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მაწონი ან ნაღები
  • 100 გ კარაქი
  • 0,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 3 ჭიქა ფქვილი (დაახლოებით)
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩკ სოდა ძმრით
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • დათლილი ნუში
  • ფქვილი ზოლების ცომისათვის
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩკ რძე

ვაშლის პიურესათვის:

  • 1,5 კგ ვაშლი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • შაქარი 50 გ (დაახლოებით)
  • ქიშმიში 50 გ
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • დარიჩინი (სურვილის მიხედვით)

მომზადება:

გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცოტა რომ დარბილდება დასრისეთ კარტოფილის საჭყლეტით ან  “ბლენდერით”. დაამატეთ ქიშმიში და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე პიურეს სახეს არ მიიღებს და სითხე არ ამოშრება. აცალეთ გაცივება. ცივს შეურიეთ ვანილი (და დარიჩინი).

Gitter-Apfelkuchen

ყალიბში ჩაფინეთ ქაღალდი და გადაუსვით ზეთის ან კარაქის თხელი ფენა ფსკერზე და გვერდებზე.

კვერცხი გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ დარბილებული კარაქი, მარილი, ვანილი, მაწონი ან ნაღები, დააცერით ფქვილი გამაფხვიერებლით და კოვზით ფრთხილად შეურიეთ. ბოლოს ცომს დაამატეთ ძმარში გახსნილი სოდა და კოვზითვე კარგად გაანაწილეთ.

ჩაასხით ცომის 3/4 ნაწილი ფორმაში და გადაუსვით ვაშლის პიურე. დარჩენილ ცომს დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ გასქელდეს და გაბრტყელება შეიძლებოდეს. გააბრტყელეთ ცომი მართკუთხედის ფორმით, ფუნჯით გადაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხის გული. ფიგურული დანით ჩამოჭერით ზოლები და ვაშლის ფენის ზედაპირზე გადააკარით ისე, რომ კვადრატები ან რომბები მიიღოთ. მოაყარეთ ნუში და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ზედაპირი რომ დაებრაწება, მიეცით ქვედა ცეცხლი, რომ ძირიც კარგად გამოუშრეს.

Gitter-Apfelkuchen

გამომცხვარ ღვეზელს აცალეთ გაცივება.

გაცივებულს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი

gitter-apfelkuchen

Gitter-Apfelkuchen

ან მორთეთ შოკოლადის მინანქარით.

Gitter-Apfelkuchen

ვაშლის პიურეს მაგივრად შეგიძლია ნებისმიერი ჯემი იხმაროთ. ძალიან უხდება ქლიავის, ატმის, კენკრის ან სხვა არომატული ხილის ჯემი.

მიირთვით გემრიელად! Smile

პ.ს. სურათზე ასახულია 24 სმ-ის დიამეტრის მრგვალ ფორმაში გამომცხვარი ნახევარი ულუფა. მთელი ულუფისათვის გაითვალისწინეთ უფრო დიდი ყალიბი.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *