შვრიის და მზესუმზირის პური

On 10/08/2014 by letusc

შვრიის და მზესუმზირის პური ძალიან გემრიელი და სასარგებლო პურია. გარდა ამისა, ადვილი მოსამზადებელია და ცომის წინასწარ გაფუება საჭირო არაა. ცომის მოზელვისათვის 5-10 წუთი დაგჭირდებათ, ცხობისათვის კი – დაახლოებით 60 წუთი.
ფქვილი დაამზადეთ შვრიის ფანტელისაგან – გამოიყენეთ ნებისმიერი სახის საფქვავი ან ბლენდერი და ორ წუთში შვრიის სრულმარცვლოვანი ფქვილი მზად გექნებათ. თუ გლუტენისაგან თავისუფალ შვრიის ფანტელს გამოიყენებთ, მიიღებთ აგლუტენურ პურს, რომელიც აგლუტენური დიეტისათვის და ხორბლის მიმართ ალერგიის დროს გამოგადგებათ. შვრიის და მზესუმზირის პურს  ძალიან უხდება კარაქი, ყველი, მურაბები, ჯემები. აუცილებლად მოამზადეთ, მოგეწონებათ ძალიან. Smile

Glutenfreies Hafer-Sonnenblumenbrot

მასალა:

  • 500 გ შვრიის ფანტელი
  • 1 ჩკ მარილი
  • 0,5 ლ ნელ-თბილი წყალი
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 100 გ მზესუმზირა
  • 100 გ სელის თესლი
  • ცოტაოდენი ქოქოსის ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

ფორმას წააცხეთ ქოქოსის ცხიმი.
შვრიის ფანტელი დაფქვით ნებისმიერი სახის საფქვავით, მაგალითად, ბლენდერით.

Hafermehl

მიღებული ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ მარილი, საფუარი, მზესუმზირა, სელი და აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში, სველი ხელით გადაასწორეთ ზედაპირი, მოაფრქვიეთ შვრიის ფანტელები, ხელით მსუბუქად დატკეპნეთ და ფორმა შედგით წინასწარ გაუხურებელ ღუმელში. აცხვეთ 220 გრადუსზე დაახლოებით 1 სთ.

Haferbrot

გამომცხვარი პური ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

Hafer-Sonnenblumenbrot

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *