გუფთა

On 18/05/2013 by letusc

გუფთას ყველა დიასახლისი განსხვავებულად ამზადებს. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მე ძალიან მომწონს.

 

Gufta-Hackfleischbällchen Suppe

 

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (გატარებული ხორცი ღორის და ძროხის)
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3-4 პამიდორი ან ზამთრისათვის შენახული პამიდორი
  • ქინძი და ოხრახუში
  • ზეთი ხახვის მოსაშუშად
  • მარილი და წითელი (ნედლი და მშრალი) წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

გატარებულ ხორცს შეურიეთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი, 1 კბილი გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, მსხვილად დაფქული წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილის ნაწილი, გარეცხილი ბრინჯი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ მასიდან სველი ხელებით გააკეთეთ პატარა ბურთულები. შემდეგ ეს ბურთულები ფქვილში ამოგანგლეთ.
მეორე თავი ხახვი წვრილად დაჭერით და მოზრდილ ქვაბში ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი და კარგად ჩაშუშეთ ხახვთან ერთად. შემდეგ დაასხით დაახლოებით 1,5 ლ ადუღებული წყალი, შეკმაზეთ მარილით და ნედლი (ან ხმელი) წითელი წიწაკით გემოვნებით. წყალი რომ ადუღდება, ფრთხილად ჩაუშვით ხორცის ბურთულები და კოვზით ფრთხილად მოურიეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. თუ წყალი აკლია დაამატეთ ადუღებული წყალი ისე, რომ გუფთები თავისუფლად ცურავდეს სითხეში. ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გუფთები ნელ-ნელა ზედაპირზე ამოტივტივდება და დაიბერება.
ხორცი და ბრინჯი რომ მოიხარშება, წვენი გასინჯეთ მარილზე და წიწაკაზე. შეკმაზეთ გაჭყლეტილი ნივრით და მწვანილით.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელი ღრმა თეფშით წვენთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *