შებრაწული ფარშის „მორი“
მასალა:
ხორცი:
- 2 კგ შერეული ფარში (ღორი და ძროხა)
- 4 კვერცხი
- 4 ნაჭერი ხმელი პური
- 2 თავი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 300 გ ყველი, მაგალითად სულგუნი
- მარილი, მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
- პატარა კონა ქინძი
- ზეთი ყალიბზე წასაცხობად
ბოსტნეულის გარნირი:
- 5 კარტოფილი
- 5 სტაფილო
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 3 ხახვი
- 500 გ ბროკოლი
- როზმარინის ტოტები
- მარილი, მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
მომზადება:
ბროკოლის თავი დაანაწილეთ ყვავილებად, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში 5-6 წუთი. წყალი გადაწურეთ და ჩაყარეთ ყინულიან წყალში, რომ ხარშვის პროცესი შეჩერდეს და ბროკოლიმ ფერი შეინარჩუნოს. დაწურეთ საწურზე.
შერეულ (ძროხა, ღორი) გატარებულ ხორცს შეურიეთ კვერცხი, წყალში დამბალი და გაწურული ხმელი პური, წვრილად დაკეპილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და კარგად აურიეთ. დიდი ზომის ყალიბში ჩაფინეთ ქაღალდი და წააცხეთ თხლად ცხიმი. ხორცის მასისაგან სველი ხელებით გააკეთეთ “მორი” და დადეთ ქარალდდაფენილ ყალიბზე. შეგიძლიათ “მორი” პირდაპირ ყალიბშიც გააკეთოთ.
კარტოფილი, სტაფილო და ხახვი დიდ ნაჭრებად, ბულგარულ წიწაკა კი კუბებად დაჭერით, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით, შემოუწყვეთ ირგვლივ ხორცის “მორს”, მოაწყვეთ როზმარინის ტოტები და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ნახევრად შემწვარი “მორი” გადააბრუნეთ და ბოსტნეულს ამოურიეთ. მზადყოფნა დანის წვერის ჩარჭობით შეამოწმეთ. შემწვარი ხორცი გადაიტანეთ ლანგარზე, შემოუწყვეთ ბოსტნეული და მოხარშული ბროკოლი.
სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.
უხდება პამიდვრის სოუსი.
მიირთვით გემრიელად!