ქათმის ღვიძლი ნაღებით

On 04/12/2013 by letusc

ქათმის ღვიძლი ნაღებით – მარტივი და გემრიელი კერძი აღმოსავლური არომატით. რეცეპტი გამოადგებათ აგლუტენური კვების მიმდევრებს. Smile

haehnchenleber-mit-sahne

მასალა:

500 გ ქათმის ღვიძლი
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
1-2 სკ მცენარეული ზეთი
100-200 გ ნაღები
2-3 ტოტი როზმარინი
½-1 ჩკ ქარი (curry)
მარილი და პილპილი

მომზადება:

დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად მოშუშეთ ზეთში ტაფაზე როზმარინთან ერთად. დაამატეთ გარეცხილი და დაჭრილი ღვიძლი და ზომიერ ცეცხლზე ხახვთან ერთად ჩაშუშეთ. ხშირად ურიეთ. ღვიძლი თითქმის მზად რომ იქნება, დაასხით ნაღები, დაამატეთ ქარი, პილპილი და მარილი. ერთხელ წამოადუღეთ და გადადგით ცეცხლიდან.
ქათმის ღვიძლი ნაღებით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ მოხარშულ კანგაუცლელ ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *