შვრიის, იფქლისა და ფინიკის ხრამუნები
შვრიის, იფქლისა და ფინიკის ხრამუნები ჩემი შვილის საყვარელი ხრამუნებია, ზუსტად მის გემოვნებას ესადაგება – გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავია. რამოდენიმე დღე კარგად ინახება, უფრო მეტიც, ფოსტით მგზავრობასაც კარგად იტანს.
ამ ხრამუნების გამოცხობისას სრულმარცვლოვანი ფქვილი ვიხმარე, რაც ძალიან მოუხდა. თქვენ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ თეთრი ფქვილითაც ჩაანაცვლოთ. სწრაფი და იოლი მოსამზადებელია. სცადეთ, მოგეწონებათ.
მასალა:
- 3 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
- 150 გ დარბილებული კარაქი
- 150 გ იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილი, ან ხორბლის თეთრი ფქვილი
- 200 გ შვრიის ნაზი ფანტელი
- 100 გ დატეხილი ნიგოზი
- 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
- 150 ფ ფინიკის ნაყოფი, დაჭრილი
სურვილით საშობაო სუნელები:
- დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
- 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
მომზადება:
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
საცხობ ფურცელს ქაღალდი დააფინეთ.
კვერცხი გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, დაამატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა.
ფქვილი, შვრიის ფანტელი, მარილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ნიგოზი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ კვერცხის და კარაქის ნარევს და მოურიეთ, შეურიეთ ფინიკის ნაყოფიც და ხელით კარგად აზილეთ. მიიღებთ წებოვან, ნოტიო ცომს.
ჩაის კოვზით საშუალებით საცხობ ფურცელზე დასვით ცომის პატარა გუნდები და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
შვრიის, იფქლისა და ფინიკის ხრამუნები გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივიც.
მიირთვით გემრიელად!