შვრიის და იფქლის ნიგვზიანი პურები

On 28/06/2015 by letusc

დღეს დილით კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩავატაარე სამზარეულოში, საუზმისათვის მოვამზადე სახელდახელო შვრიის და იფქლის ნიგვზიანი პურები. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! პურები უგემრიელესი გამოვიდა. პურები ცხვება საფუარიანი ცომით გაფუების გარეშე. ძალიან უხდება როგორც კარაქი, ყველი და ძეხვეულობა, ასევე თაფლი, მურაბები, ჯემები და ნუტელა. მოამზადეთ და გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები გემრიელი და ჯანსაღი საუზმით. Smile

Hafer-Dinkel-Walnuss Brötchen

მასალა:

  • 200 გ შვრიის ფანტელი
  • 300 გ სრულმარცვლოვანი იფქლის ან ხორბლის ფქვილი
  • 1 შეკვრა (7 გ) მშრალი საფუარი
  • 1 ჩკ შაქარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 100 გ სელის თესლი
  • 100 გ ნიგოზი
  • 500-600 მლ ნელთბილი წყალი

მომზადება:

შვრიის ფანტელი დაფქვით ნებისმიერი სახის საფქვავით.
მშრალი მასალა კარგად აურიეთ ერთმანეთში და თანდათანობით დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. ფქვილის სახეზე დამოკიდებულებით იცვლება წყლის რაოდენობა, ამიტომ წყალი ნელა ამატეთ. ცომი ზილეთ დაახლოებით ხუთი წუთი. ცომი ზელვაში ცოტა გასქელდება, რადგან შვრია წყალს დაიკავშირებს. მოზელილი ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე და ფქვილში გადაზილეთ. შემდეგ ცომი გაყავით 10-12 თანაბარ ნაწილად და თითოეულს მიეცით მრგვალი გუნდის ფორმა. ცომის გუნდები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე, ზედაპირი ხელით ან ფუნჯით დაასველეთ და მოაფრქვიეთ მზესუმზირა ან შვრიის ფანტელი, სეზამის მარცვლები ან რაც გსურთ. ბასრი დანით გადასერეთ ზედაპირი.
ღუმელის ფსკერზე შედგით ცეცხლგამძლე ჭურჭელი ადუღებული წყლით. საცხობი ფურცელი შედგით ღუმელში და ქვედა და ზედა ცხობის რეჟიმში 220 გრადუსზე აცხვეთ 20-25 წუთი.
გამომცხვარი პურები ოდნავ შეაგრილეთ და ისიამოვნეთ.

Hafer Dinkel Walnuss Brötchen

Hafer-Walnuss Brötchen

Dinkel-Walnuss Brötchen

მიირთვით გემრიელად თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *