შვრიის პური გოჯი კენკრით და ნიგვზით
შვრიის პური გოჯი კენკრით და ნიგვზით სასარგებლო და ძალიან გემრიელი პურია. შეგიძლიათ საუზმეზე ან დესერტად მიირთვათ.
მასალა:
- 250 გ შვრიის ფანტელი
- 30-50 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (იფქლი ან ხორბალი)
- 1/4 ჩკ მარილი
- 50 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 კვერცხი
- 100 გ მაწონი
- 1 ჩკ სოდა ძმრით
- 50 გ დატეხილი ნიგოზი
- 50 გ სელის თესლი
- 50 გ გოჯი კენკრა (ჩირი)
- 50 გ ფინიკის ნაყოფი, დაჭრილი
- 1 ჩკ კონიაკი
- 200 გ წყალი (დაახლოებით)
- ცოტაოდენი ქოქოსის ცხიმი/კარაქი ფორმისათვის
- ნიგვზის რამოდენიმე ლებანი, სელი და ჩიას თესლი დეკორაციისათვის
მომზადება:
ფორმას წააცხეთ ქოქოსის ცხიმი.
დაჭრილი ფინიკის ნაყოფი და გოჯი აურიეთ და მოასხით კონიაკი.
შვრიის ფანტელი და სელის თესლი ერთად დაფქვით ნებისმიერი სახის საფქვავით, მაგალითად, ბლენდერით. მიღებულ ფქვილს დაამატეთ სრულმარცვლოვანი ფქვილი და მარილი.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, დაამატეთ მაწონი სოდასთან და ძმართან ერთად, დაასხით წყალიც და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილის ნარევი, დატეხილი ნიგოზი და ჩირები და გადაზილეთ. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში, ზედაპირზე მოაწყვეთ ნიგვზის ლებნები, მოაფრქვიეთ შელის და ჩიას თესლი, ხელით მსუბუქად დატკეპნეთ და ფორმა შედგით წინასწარ გაუხურებელ ღუმელში. აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 60 წუთი. გამომცხვარი პური ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით!