შვრიის და ქოქოსის კექსი ყავით

On 30/08/2017 by letusc

შვრიის ძალიან გემრიელი ნამცხვარი ქოქოსის და ყავის არომატით.

Hafer-Kokos-Kaffee Kuchen

მასალა:

  • 4 კვერცხი
  • 100 გ კარაქი
  • 250 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ შვრიის დაფქული ფანტელი
  • 50 გ შვრიის ნაზი, დაუფქვავი ფანტელი
  • 50 გ სახამებელი (სიმინდის, ან კარტოფილის)
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 250 გ მაწონი
  • 50 გ ქოქოსის ფანტელი 
  • 2 სკ ხსნადი ყავა 
  • 1 სკ კონიაკი
  • 2 სკ კაკაო
  • 50 გ მუქი შოკოლადი და ცოტაოდენი ქოქოსის ფანტელი მოსართავად
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი, კონიაკში გახსნილი ყავა და მაწონი გამაფხვიერებლით. დაამატეთ წინასწარ არეული შვრია, ქოქოსი, სახამებელი, კაკაო და მარილი და კარგად აურიეთ. ცომი ჩაასხით ქაღალდჩაფენილ ფორმაში ან კარაქწასმულ სილიკონის ფორმაში და შედგით ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთით. მზაობა აუცილებლად ხის ჩხირით შეამოწმეთ.

Hafer Kokos Kaffee Kuchen

შეგრილებულ კექსს მოასხით დამდნარი შოკოლადი და მოაფრქვიეთ ქოქოსის ფანტელი.

Hafer-Kokos Kaffee Kuchen

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *