შვრიის საშობაო ნამცხვრები

On 17/12/2014 by letusc

ფხვიერი და ძალიან არომატული ნამცხვრები შვრიით, საშობაო სუნელებით და შოკოლადით.

Hafer Lebkuchen

მასალა:

  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ შვრიის ფანტელი, დაფქული
  • 150 გ ფქვილი
  • 0,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 200 წმინდად დაფქული ნუში
  • დაფქული დარიჩინი, ილი და მუსკატის კაკალი თითოეული 1/2 ჩკ
  • ½ ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 სკ კონიაკი
  • 200 გ (დაახლოებით) მუქი ან/და თეთრი შოკოლადის ფილა დეკორაციისათვის

მომზადება:

კონიაკში ჩაყარეთ სუნელები და კარგად აურიეთ.
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
მასალის ჩამონათვალი ჯამში მოათავსეთ, ხელით შეურიეთ ერთმანეთს და მოზილეთ ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომისაგან გააკეთეთ 4-5 სმ დიამეტრის პატარა ბურთულები, დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. აცალეთ გაცივება.

Haferkekse

დამტვრეული შოკოლადი ორთქლზე, ან მიკროტალღოვან ღუმელში დაადნეთ, თითოეულ ნამცხვარს ზედაპირზე გადაავლეთ.

Haferplätzchen

შვრიის საშობაო ნამცხვრები გრილად შეინახეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *