შვრიის და გოჯის ნამცხვრები
სასარგებლო და გემრიელი შვრიის და გოჯის (Lycium barbarum) ნამცხვრები საუზმისათვის.
მასალა:
- 1 დიდი ბანანი
- 50 გ ვაშლის პიურე (მზა, უშაქრო)
- 20 გ გოჯი კენკრა (ჩირი)
- 110 გ შვრიის ნაზი ფანტელი
მომზადება:
ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ ვაშლის პიურე და გოჯის ჩირი. 10 წთ გააჩერეთ, რომ გოჯი დარბილდეს. შემდეგ დაამატეთ შვრიის ფანტელი. აურიეთ გარგად.
ცომისაგან პატარა ბურთულები გააკეთეთ, ხელისგულზე ხელით დააწექით და შეაბრტყელეთ. დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი აცხვეთ. შემდეგ ცხრილზე გააცივეთ.
შვრიის და გოჯის ნამცხვრები გემრიელია თბილიც და ცივიც.
გემრიელად მიირთვით!