ქათმის ბულიონი ბრინჯით
ძალიან გემრიელი და მსუბუქი წვნიანი კერძი, რომელიც, ამბობენ, რომ გაცივების დროს „წამალია“ და თანაც ადვილი მოსამზადებელი.
მასალა:
- 1 ქათამი
- 2 ლიტრი (დაახლოებით) ქათმის ნახარში
- 1 პატარა ფინჯანი მრგვალმარცვალა ბრინჯი
- 1 თავი ხახვი
- 1-2 კბილი ნიორი
- 2 ცალი სტაფილო
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- პატარა კონები ოხრახუში და კამა
შენიშვნა: ბრინჯის რაოდენობაზეა დამოკიდებული ბულიონის სისქე.
მომზადება:
გარეცხილ ქათამს დაასხით ცივი წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და დადგით მოსახარშად. დუღილს რომ დაიწყებს, მოხადეთ ქაფი.
მოხარშული ქათამი ამოიღეთ ქვაბიდან და მარილი მოაყარეთ ყველა მხრიდან. ქვაბი გადადგით ცეცხლიდან, აცალეთ დაახლოებით ნახევარი საათი-ნარჩენი ქაფი ჩაიძირება და ბულიონი დაიწმინდება. ბულიონი ფრთხილად გადაასხით სხვა ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ადუღებულ წვენში ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, გაფცქვნილი და გარეცხილი მთლიანი ხახვი და ნივრის კბილები. შეგიძლიათ აგრეთვე ჩააგდოთ კონად შეკრული ოხრახუში. ბრინჯი რომ მოიხარშება, ხახვი, ნიორი და ოხრახუშის კონა ამოიღეთ წვენიდან, ბულიონი შეკმაზეთ მარილით და პილპილით და წვრილად დაჭრილი მწვანილით.
მიირთვით მოხარშულ ქათამთან და გახუხულ პურთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!