საშობაო თაფლიანი ნამცხვრები
სახალისო და გემრიელი საშობაო თაფლიანი ნამცხვრები რძის პროდუქტებისა და კვერცხის გარეშეა მომზადებული. ასე, რომ ვეგანებს, მომარხულეებს და ულაქტოზო კვების მიმდევრებსაც შეუძლიათ მოამზადონ. დამატკბობელად თაფლი გამოვიყენე. თუ თაფლს ერიდებით, მაშინ შაქრით შეცვალეთ. ძალიან მოგეწონებათ, აუცილებლად სინჯეთ.
მასალა:
400 გ ფქვილი (თეთრი ან სრულმარცვლოვანი)
1 შეკვრა გამაფხვიერებელი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
150 გ თაფლი
200 გ მარგარინი
50 გ დაფქული თხილი, ნუში ან ნიგოზი
0,5 ჩკ დაფქული მიხაკი
0,5 ჩკ გახეხილი მუსკატის კაკალი
1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
1-2 სკ წყალი საჭიროების მიხედვით
250 გ შაქრის პუდრი
3-4 სკ ლიმონის წვენი
მომზადება:
ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი, მუსკატი, მიხაკი და ვანილი. ჩაამატეთ თაფლი, დაჭრილი ცივი მარგარინი, ნუში და ხელით აზილეთ. თუ ცომი არ იკვრება, 1-2 სკ წყალიც დაუმატეთ. ცომისაგან გუნდა გააკეთეთ და ცელოფანში გახვეული ერთი საათი მაცივარში გააცივეთ.
გაცივებული ცომი მსუბუქად გაფქვილიანებულ ზედაპირზე 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ, სხვადასხვა ფორმებით ფიგურები გამოჭერით და წინასწარ გახურებულ ღუმელში 175 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი გამოაცხვეთ.
ცხრილზე გააცივეთ.
შაქრის პუდრში შეურიეთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ სქელი, ერთგვაროვანი მასა. ამ მასის ნაწილს შეგიძლიათ საკვები ფერები, ან ბუნებრივი საღებავები, მაგალითად, ისპანახი, მოცვი და ასე შემდეგ, შეურიოთ. ამ პასტით მორთეთ გაცივებული ნამცხვრები.
აცალეთ გაშრობა.
მიირთვით გემრიელად!