მოცხარის ჯემი

On 17/08/2014 by letusc

მოცხარის ჯემი ძალიან ადვილი მოსამზადებელია. მომზადების პროცესი მსგავსია მოცხარის მურაბის მომზადების, მაგრამ ჯემის შემთხვევაში დაგჭირდებათ ხარშვა, ვიდრე მასა არ შესქელდება. ძალიან არომატული და გემრიელია. უხდება სხვადასხვა სახის სრულმარცვლოვან პურს, უგემრიელესია სხვადასხვა ნამცხვარში, აგრეთვე ჩაისთან, რძის ფლავთან.

  • Johannisbeerkonfitüre

მასალა:

  • 1 კგ მოცხარი
  • 800 შაქარი

მომზადება:

მოცხარს მოაცალეთ ღეროები, აწონეთ და გარეცხეთ. ქვაბში ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ რამოდენიმე საათი წვენის გამოყოფამდე.
შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა ხანში ცეცხლი გამორთეთ და შეაცივეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე მოცხარი არ  მოიხარშება და მასა არ შესქელდება. ჯემი ერთი ღამით “დაასვენეთ”.
მეორე დღეს კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ცხელი ხუფები.
მოცხარის ჯემი  მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *