მოცხარის მურაბა
მოცხარის მურაბა ძალიან არომატული და გემრიელია. უხდება სხვადასხვა სახის სრულმარცვლოვან პურს, უგემრიელესია სხვადასხვა ნამცხვარში, აგრეთვე ჩაისთან, რძის ფლავთან.
მასალა:
- 1 კგ მოცხარი
- 800 შაქარი
მომზადება:
მოცხარს მოაცალეთ ღეროები, აწონეთ და გარეცხეთ. ქვაბში ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ რამოდენიმე საათი წვენის გამოყოფამდე.
შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა ხანში ცეცხლი გამორთეთ და შეაცივეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე მოცხარი არ მოიხარშება. მურაბა ერთი ღამით “დაასვენეთ”.
მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გადასერეთ” წვენი. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ წვენი ჯერ თხელია, დუღება გააგრძელეთ.
ცხელი მურაბა ჩაასხით ცხელ ქილებში, მოახრახნეთ ცხელი ხუფები და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად!
[…] zu verschiedenen Vollkornbrotsorten, Kuchen, Muffins, Milchreis. Zubereitung ist ähnlich, wie bei Johannisbeermarmelade, aber wird etwas länger […]