ყველის სუპი პრასით და ხორცით
უმარტივესი და უგემრიელესი ყველის სუპი პრასით და ხორცით გერმანული სამზარეულოდან. სუპი ცილებით და ვიტამინებით მდიდარია და დაბალი ნახშირწყლოვანი და აგლუტენური კვების მიმდევრებს გამოადგებათ. ადვილი მოსამზადებელია და დამწყები კულინარების ადვილად მოახერხებენ მის მომზადებას. ზოგიერთი დიასახლისი ამ სუპს უფრო მეტი ყველით ამზადებს, მაგრამ ჩემის აზრით, 400 გრამიც სრულიად საკმარისია ძალიან გემრიელი, ბლანტი და კრემოვანი სუპის მისაღებად. მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ.
მასალა:
- 1 კგ შერეული ხორცის (ძროხა და ღორი) ფარში
- 4 ცალი დიდი პრასი (დაახლოებით 1 კგ)
- 200 გ მდნარი ყველი
- 200 გ მწვანილიანი მდნარი ყველი
- 2 ლ წყალი (დაახლოებით)
- 100 მლ თეთრი ღვინო
- მარილი და პილპილი
მომზადება:
პრასი ძალიან კარგად გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით.
ხორცი მოათავსეთ ერთ დიდ ქვაბში და ზომიერ ცეცხლზე ჩაშუშეთ, თან ეცადეთ, რომ ხორცი გუნდებად არ შეწებდეს. ხშირად ურიეთ. დაამატეთ დაჭრილი პრასი, მარილი და პილპილი და 5-10 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ შუშვა ნელ ცეცხლზე.
ღვინო და ცოტა ხანში ადუღებული წყალიც დაამატეთ და დაახლოებით 15-20 წუთი ხარშეთ. შემდეგ წვნიანში ჩაუშვით ყველი და ურიეთ ვიდრე არ დადნება. მარილით და პილპილით ძლიერად შეკმაზეთ და ადუღებამდე რომ მივა, გამორთეთ.
ყველის სუპი პრასით და ხორცით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ გახუხულ ტოსტთან ან ბაგეტთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!