ნამცხვარი კარალიოკით

On 25/02/2018 by letusc

ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი ნამცხვარი კარალიოკით.

Kaki-Kuchen

მასალა:

  • 200 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 150 გ კარაქი/ქოქოსის ზეთი
  • 100 გ დაფქული ნუში 
  • 250 გ ფქვილი (დაახლოებით)
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით 
  • მწიკვი მარილი
  • 1 სკ კონიაკი
  • 500-600 გ კარალიოკი
  • შაქრის პუდრი და დაჭრილი ნუში დეკორაციისათვის

მომზადება:

კარალიოკი დაჭერით პატარა კუბებად.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ კარაქი. დაამატეთ ნუში, დააცერით ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი და კოვზით კარგად გაანაწილეთ. ცომს ბოლოს დაჭრილი კარალიოკიც შეურიეთ და გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (24 სმ დიამეტრით).
ნამცხვარი გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

Kaki-Mandel Kuchen

გამომცხვარი კარალიოკის ნამცხვარი ცხრილზე გააცივეთ და შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

Kaki Mandel Kuchen

Kaki Kuchen

Kakikuchen

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *