მაფინები კარალიოკით და ნუშით
კარალიოკი ზამთრის სასარგებლო ხილია და უხვად შეიცავს ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. კარალიოკი ძალიან გემრიელია ნამცხვრებში. თავად დარწმუნდით და სინჯეთ ეს სახელდახელო და უგემრიელესი მაფინები კარალიოკით და ნუშით. გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში შეგიძლიათ უგლუტენო ფქვილითაც მოამზადოთ.
მასალა 12 მაფინისათვის:
- 70 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 3 კვერცხი
- 100 გ ქოქოსის ცხიმი ან კარაქი
- 100 გ ნაღები
- 200 გ დაფქული ნუში
- 100 გ ფქვილი (დაახლოებით)
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით
- მწიკვი მარილი
- 60 გ მუქი შოკოლადი, დატეხილი
- 300-400 გ კარალიოკი
- შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
მომზადება:
კარალიოკი დაჭერით პატარა კუბებად. მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ პატარა ქაღალდის ფორმები.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ ქოქოსის დარბილებული ცხიმი ან კარაქი. დაამატეთ ნაღები, ნუში, დააცერით ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი და კოვზით კარგად გაანაწილეთ. ცომს ბოლოს
შოკოლადის ნატეხები და დაჭრილი კარალიოკიც შეურიეთ და გადაანაწილეთ ფორმებში.
მაფინები გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი.
გამომცხვარი მაფინები ქაღალდიანად ამოიღეთ მეტალის ან სილიკონის ფორმებიდან და ცხრილზე გააცივეთ.
გაცივებულ მაფინებს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.
მიირთვით გემრიელად!