შებრაწული ცისარტყელა კალმახი ლიმნით

On 19/03/2013 by letusc

Knusprige Lachsforelle mit Zitrone

მასალა:

  • სასურველი ზომის ცისარტყელა კალმახი, გასუფთავებული
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3-4 როზმარინის ტოტი
  • პილპილი და მარილი
  • მცენარეული ზეთი ან კარაქი შესაწვავად
  • 1 ლიმონი

მომზადება:

თევზი გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ, დაჭერით და ორივე მხრიდან მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი.

Lachsforelle

ტაფაში ცხიმი გააცხელეთ, ჩააწყვეთ დაჭრილი თევზი, შუაზე გაჭრილი ნივრის კბილები და როზმარინის ტოტები. შეწვით კალმახი ორივე მხრიდან სასურველ კონსისტენციამდე.

მიირთვით ცხელი, ლიმონთან ერთად.

Gebratene Lachsforelle

ძალიან უხდება მწვანე სალათი, კარტოფილის კერძები ან ბოსტნეულის ცხელი სალათები.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *