ხაჭოს ტორტი მანდარინით და შვრიით
ხაჭოს ტორტი (Cheesecake) მანდარინით და შვრიით სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ყალიბისათვის:
- 6 კვერცხი, ცილა და გულები ცალ-ცალკე
- 500 გ ხაჭო
- 300 გ კრემყველი
- 150 გ შაქარი
- 100 გ ქოქოსის ცხიმი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 60 გ შვრიის ფანტელი
- 40 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 2 პატარა ქილა დაკონსერვებული მანდარინი (175 გ ხილით თითოეული) ან ცოცხალი ხილი
- 15 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი (დალბობის გარეშე) ან სხვა სახის
- პიტნის ფოთლები და შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
მომზადება:
მანდარინი დაწურეთ საწურზე, წვენი შეინახეთ.
ყალიბში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი და კედლებზე კარაქი წააცხეთ.
ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეათქვიფეთ ხაჭო, კრემყველი, შვრიის ფანტელი და სახამებელთან ერთად გაცრილი გამაფხვიერებელი.
ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხის ცილა (მიქსერის ფრთები სუფთა და მშრალი უნდა იყოს). ცილა რომ გამკვრივდება, კოვზით შეურიეთ ცომს ფრთხილად. დაამატეთ მანდარინიც (ნახევარზე მეტი), ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და შედგით ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
რომ გამოცხვება, ღუმელის კარი შეხსენით და ასე შეაგრილეთ. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, აცალეთ გაცივება ოთახის ტემპერატურაზე.
მანდარინის წვენიდან აიღეთ 130 მლ, შეურიეთ ჟელატინი და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ.
მორჩენილი მანდარინი ნამცხვრის ზედაპირზე მოაწყვეთ, მოასხით ჯელატინიანი წვენი და და რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!