ნუშის საშობაო ხრამუნები

On 19/12/2012 by letusc

Mandeln Dinkel Plätzen

მასალა:

  • 150 გ შაქარი
  • 250 გ კარაქი
  • 1-2 კვერცხი
  • 1-2 სკ კაკაო
  • 450 გ რბილი ხორბლის (იფქლი) სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 100 წმინდად დაფქული ნუში
  • დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
  • 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ლიმნის გახეხილი კანი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 სკ კონიაკი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი

მომზადება:

შაქარი და დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები და გააგრძელეთ თქვეფა. გამაფხვიერებლიანი ფქვილი, ნუში, კონიაკი, სუნელები, მარილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. ცომის გასქელების ხარისხი ფქვილის სახესა და ხარისხზეა დამოკიდებული. თუ გრძნობთ, რომ ცომს ფქვილი აკლია, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ. სხვადასხვა ფერის ცომი ცალ-ცალკე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ თითოეული ორ ცელოფანს შორის.

Mandeln Dinkel Plätzen

თუ ცომი ძალიან დარბილდა დამუშავებისას, ცელოფანიანად გააცივეთ კიდევ მაცივარში. შემდეგ გაბრტყელებულ სხვადასხვა ფერის ცომებს მოხსენით ზედა ცელოფანები. კაკაოიანი ცომი ცელოფანიანად გადმოაბრუნეთ და დააფარეთ თეთრ ცომს (ან პირიქით), გადაახვიეთ რულეტივით. ისევ გაახვიეთ ცელოფანში და შეაბრუნეთ მაცივარში, აცალეთ კარგად გაცივება, რომ დაჭრისას არ დაზიანდეს.

Mandeln Dinkel Plätzen

ბოლოს გამოიღეთ მაცივრიდან, დაჭერით 0,5 სმ განივ ნაჭრებად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი.

Mandeln Dinkel Plätzen

ეცადეთ, ცომმა ფერი არ შეიცვალოს, თორემ ძალიან გამოშრება.

Mandeln Dinkel Plätzen

გააგრილეთ და მიირთვით გემრიელად!

ლამაზად შეფუთულს  საჩუქრადაც გამოიყენებთ.

Mandeln Dinkel Plätzen

პ.ს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით სხვადასხვა ფერის ცომით სხვადასხვა მუსტერები მოიფიქროთ.

მე, მაგალითად, შევეცადე ჩემი ხრამუნები მიმემსგავსებინა თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურის, ჰიპოკამპის (რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლასა და მეხსიერებაში) ჭრილისათვის. თანამშრომლები აღფრთოვანდნენ ჰიპოკამპების დანახვისას, გემრიელადაც ჩაახრამუნეს.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *